სიახლე - თხილის ბირჟა - ვისთვის? * რისთვის? * როგორ?

რა არის?

ეს არის თხილის ბირჟა - ონლაინ პლატფორმა, სადაც ფერმერებს შეუძლიათ განაცხადონ თხლის მოსავლის მოსალოდნელი რაოდენობის, ხარისხის, სასურველი გასაყიდი ფასისა და სხვა პირობების შესახებ. ამავე პლატფორმაზე ფერმერებსა  და თხილის შემსყიდველებს შეუძლიათ გააკეთონ განაცხადები სასურველი შესყიდვების თაობაზე.

პლატფორმა პირველ რიგში მიზნად ისახავს დაეხმაროს მცირე და საშუალო ფერმრებს მოიძიონ სასურველი მყიდველი, დააბინავონ მოსავალი.

ვფიქრობთ, რომ ეს პლატფორმა საფუძველს ჩაუყრის ბაზარზე თხილის სამართლიანი ფასის ჩამოყალიბებას.

 

როგორ მუშაობს?

ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს მარტივი ფორმით თხილის ბირჟის პლატფორმაზე როგორც

- გამყიდველი (ფერმერი),-მყიდველი (ჩამბარებლები, შუამავლები, კერძო შემსყიდველები),

- ან ორივე ერთად (თრეიდერები).

 

გაყიდვის განცხადება შეიცავს ძირითად ინფორმაციას ჯიშის, ხარისხის, რაოდენობის, სასურველი ფასის, მოსავლის აღების მოსალოდნელი თარიღის და სხვა პირობების შესახებ.

 

ყიდვის განყოფილებაში განთავსდება მოთხოვნები სასურველი ტიპის თხილის შესყიდვის რაოდენობაზე, ფასსა და სხვა პარამეტრებზე.

 

ამ ეტაპზე ვცდილობთ პლატფორმა იყოს მაქსიმალურად მარტივი და ეფექტიანი.

 

რატომ?

თავიდან შეიქმნა ყურძნის ბირჟა https://rtveli.service.ge . დადებითი გამოხმაურება და დიდი ინტერესი სოფლის მეურნეობის სხვა სფეროებიდან გახდა საფუძველი შეგვექმნა ანალოგური პლატფორმა თხილის, თაფლისა და სხვა კულტურებისათვის.

ვიმედოვნებთ, დროთა განმავლობაში ჩვენს მიერ შემოთავაზებული  პლატფორმა მოიპოვებს პოპულარობას და ბაზარზე დაამკვიდრებს თხილის ყიდვა/გაყიდვის სამართლიან ფასს.

 

ვინ ვართ?

ჩვენ ვართ ქართველი მეთხილე ფერმერების გულშემატკივართა ჯგუფი. კარგად და პატიოსნად მოვლილი ბაღიდან, კარგი ხარისხის თხილიდან იწყება კარგი პროდუქტის ისტორია, ფერმერი თავის შრომის შედეგად მიღებული ანაზღაურების კმაყოფილი იქნება, 


 

ელისო გოთოშია - ბრედა, იმიჯინერინგი, პროექტის ავტორი

გიორგი ქაჯაია - ტექნიკური მხარდაჭერა

გიგა გოთოშია - მეწარმე, პროექტის ხელმძღვანელი